Site Rengi

ვინ ვართ ჩვენ?

მთავარი » ვინ ვართ ჩვენ?
Turkey Market

ჩვენი, როგორც თურქეთის ბაზრის წარმომადგენლების  მიზანია მოიძიოს და  შესთავაზოს მომხმარებლებს  პროდუქტის ხარისხის შესაბამისი  ფასები.რას ვაპირებთ ამ მხრივ ჩვენს მომხმარებლებთან, ვისაც სურს თურქეთიდან პროდუქციის შეძენა, სურს შექმნას უსაფრთხო სავაჭრო გარემო, ჩვენ თქვენი სახელით მოვილაპარაკებთ, მოგაწვდით თქვენთვის შესაფერის შეთავაზებებს კომპანიების ინსტიტუციონალიზმის, პროდუქტის ხარისხისა და ფასების შეფასების გზით და  ვთარგმნით ამ შეთავაზებებს თქვენთვის გასაგებ ენაზე.

თქვენი პარტნიორი გადაწყვეტილების მიღების საკითხში
  • ჩვენ გთავაზობთ და გირჩევთ თურქეთის ბაზრის უპირატესობებს;
  • ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას შეიძინოთ ევროპული ხარისხის პროდუქტი თქვენთვის მისაღებ ფასად;
  • ჩვენ ვმუშაობთ როგორც თქვენი პარტნიორი თურქეთში;
  • ჩვენ ვიკვლევთ და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თქვენი სახელით;
  • გვიგულეთ თქვენს გვერდით ნებისმიერ დროს.

თუკი გსურთ საქონლის იმპორტი თურქეთიდან,ჩვენ მოვძებნით თქვენი  სახელით, ვაწარმოებთ კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიებთან და შემოგთავაზებთ ყველაზე კონკურენტუნარიან და მისაღებ  ფასებს.როგორც Turkey Market ჩვენი მიზანია ხარისხიანი თურქული პროდუქციის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებსა და  საიმედო სავაჭრო გარემოში.

როგორ ვმუშაობთ
როგორ ვაფასებთ მოთხოვნებს?

შემოსული მოთხოვნის დროს ჩვენ ვიღებთ 3 განსხვავებულ ფასისს 3 სხვადასხვა კომპანიისგან_დაბალი ხარისხი შესაბამისი ფასით, საშუალო ხარისხი შესაბამისი ფასით და მაღალი ხარისხი შესაბამისი ფასით.ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ როგორც ეკონომიკური, ასევე მაღალი ხარისხის პროდუქტი,რის საფუძველზეც შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოთ.

რა მომსახურებას გთავაზობთ?

უპირველეს ყოვლისა, ვაანალიზებთ პროდუქტს, რომლის ყიდვაც გსურთ და განვსაზღვრავთ ყველაზე შესაფერის კომპანიებს, ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლები დარეკავენ მითითებულ კომპანიებში და გამოიკვლევენ ფასს და პროდუქტის მიწოდების დროს თქვენთვის სასურველი მახასიათებლებით.ვთარგმნით მიღებულ მონაცემებს და ანგარიშფაქტურებს და გიგზავნით თქვენ,ასევე კომპანიებს ვუგზავნით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს და ვთარგმნით მათ მიერ გაცემულ პასუხებს.როდესაც თქვენ გადაწყვეტთ პროდუქტის შესყიდვას, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიასთან თქვენი სახელით, ვამზადებთ ხელშეკრულებას თქვენთვის გასაგებ ენაზე, გთავაზობთ კომუნიკაციას თქვენსა და კომპანიას შორის და მოგაწვდით შეძენილ პროდუქტს თქვენთვის მისაღები ფორმით.

რა ღირს ჩვენი მომსახურება?

ჩვენი მომსახურების საფასური 1000$-ია. თავდაპირველად ვიღებთ ღირებულების ნახევარს, ხოლო დანარჩენ ნახევარს, როდესაც დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებთ. 

ვაჭრობა უფრო უსაფრთხოა თურქეთის ბაზართან

დაგვირეკეთ, შეგხვდით ხარისხიანი თურქული პროდუქციით.

ჩვენი მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობაში დახმარების გაწევა,თქვენთვის უსაფრთხო ვაჭრობისთვის საჭირო პირობების შექმნა,რაც მოიცავს რისკების თავიდან აცილებას.ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი უცხო სავაჭრო გარემოში, თქვენი მოგებით ჩვენც მოგებული დავრჩებით.